საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030402761331317
№ 04-292/ო 08 / მაისი / 2017 წ.
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მათი მოვალეობის შესრულების წესის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, 

 

                                     ვბრძანებ:

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში - სააგენტო)  დაკისრებული ფუნქციების უწყვეტად განხორცილებისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – „დეს“) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, განისაზღვრონ სააგენტოს დირექტორის და/ან დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირ(ებ)ი:

ა) სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის მოადგილეს – თამაზ მოდებაძეს, ხოლო დირექტორისა და დირექტორის მოადგილისთამაზ მოდებაძის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის ბრძანებით (ან ზეპირად გამოცემული აქტით, რომელიც 3 (სამი) დღის ვადაში გამოიცემა წერილობით) განსაზღვრულ სხვა დირექტორის მოადგილეს;

ბ) დირექტორის მოადგილის – თამაზ მოდებაძის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის  მოადგილეს  თენგიზ აბაზაძეს, ხოლო დირექტორის მოადგილეების - თამაზ მოდებაძის და თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოადგილის – თამაზ მოდებაძის მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის მოადგილეს, კობა სონღულაშვილს;

გ) დირექტორის მოადგილის – თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის  მოადგილეს –  თამაზ მოდებაძეს, ხოლო დირექტორის მოადგილეების -თენგიზ აბაზაძის და თამაზ მოდებაძის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოადგილის – თენგიზ აბაზაძის მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის მოადგილეს, კობა სონღულაშვილს;

დ) დირექტორის მოადგილის – კობა სონღულაშვილის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის მოადგილეს – თენგიზ აბაზაძეს, ხოლო დირექტორის მოადგილეების - კობა სონღულაშვილის და თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოადგილის – კობა სონღულაშვილის მოვალეობის შესრულება დაევალოს დირექტორის მოადგილეს, თამაზ მოდებაძეს. 

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ფუნქციების დელეგირება არ ვრცელდება „დეს“-ში განსახორციელებლ საქმისწარმოებასთან მიმართებაში, სააგენტოს დირექტორის და/ან დირექტორის მოადგილის ქვეყნის ფარგლებს შიგნით მივლინების პერიოდში. 

3. სააგენტოს დირექტორის ცალკე ბრძანებით, შესაძლებელია დადგინდეს (განისაზღვროს) ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული რეგულირება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დირექტორის ბრძანება  შესაძლებელია გამოიცეს ზეპირი ფორმითაც, რომელიც 3 (სამი) დღის ვადაში გამოიცემა წერილობით.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში მათი მოვალეობის შესრულების წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 19 აგვისტოს  N04-256/ო ბრძანება. 

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე