|
|||||
|
|||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ
|
|||||
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ე) ეკონომიკური დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ზ) სოციალური მომსახურების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; თ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ი) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხების კოორდინაცია; კ) სამინისტროს მართვაში მყოფი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და წილის მმართველისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ უზრუნველყოს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელება. 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა უზრუნველყოს: ა) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების კოორდინაცია; ბ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების კოორდინაცია; გ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია; ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ვ) სოციალური მომსახურების სააგენტოს – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია; ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელება; თ) სამედიცინო (მათ შორის დიპლომისშემდგომი) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხების კოორდინაცია. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უზრუნველყოს: ა) ელექტრონული ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია; ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური, აგრეთვე შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია. 8. მინისტრის მოადგილეებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ხელი მოაწერონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით საკურაციო სფეროებში დასადებ მემორანდუმებს. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე); ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული); გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) და მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია). 10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს (გარდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილებისა და ფუნქციებისა) ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული); ბ) მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) და მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია). 11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე); ბ) მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია). 12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე); ბ) მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული). 13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობაში მყოფი შესაბამისი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. 14. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 12 ივნისის №01-130/ო ბრძანება.
მინისტრი დავით სერგეენკო |