საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030448403033417
№ 04-145/ო 21 / მარტი / 2017 წ.


 სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილისათვის - კობა სონღულაშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - კობა სონღულაშვილს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს იმ შეთანხმებებს (მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს და სხვა), აგრეთვე მათში შესატან ცვლილებებსა და დამატებებზე, რომლებიც უკავშირდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ინფრომაციის (მონაცემების) გაცემის და/ან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისთვის ინფორმაციის (მონაცემების) მიღების საკითხებს.

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის კობა სონღულაშვილის არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მის მოვალეობის შემსრულებელს, თუ ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ სსიპ - სოცილური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 თებერვლის N04-89/ო ბრძანება.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე