საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030478862206416
№ 04-130/ო 23 / მარტი / 2016 წ.


 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თამაზ მოდებაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს იმ შეთანხმებებს (მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს და სხვა), რომლებიც უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებადი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან, კერძო სამართლის სუბიექტებზე (მეწარმე  სუბიექტები:  ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია), კოოპერატივი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ),  უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (მუდმივი დაწესებულება, წარმომადგენლობა)) დაცული ინფორმაციის მოწოდების საკითხებს. 

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე