საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030413732692416
№ 04-298/ო 07 / ივნისი / 2016 წ.


 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.  სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში- „სააგენტო“) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, „სააგენტოს“ სახელით, ხელი მოაწეროს „სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე არსებული ზოგიერთი ინფორმაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ,,დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის“ მიწოდების შესახებ“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

2.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე