|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში- „სააგენტო“) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, „სააგენტოს“ სახელით, ხელი მოაწეროს “სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მოქალაქის ელექტრონული პორტალის ფარგლებში სსიპ–მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას. 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |