|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც უკავშირდება სსიპ - საქართვველოს ეროვნული არქივისათვის, სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი მონაცემთა ბაზებიდან, ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |