|
|||||
|
|||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული არამატერიალური ძირითადი აქტივის ,,ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფრომაციო სისტემის (HMIS)“ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
|
|||||
|
,,სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 მარტის N04/18205 წერილის გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სარგებლობაში გადაეცეს უსასყიდლოდ, უვადოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ბალანზე რიცხული არამატერიალური ძირითადი აქტივი - ,,ჯანმრთელობის ერთიანი საინფორმაციო სისტემა (HMIS)“ (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) საწყისი ღირებულებით 10962176,81 (ათი მილიონ ცხრაასსამოცდაორი ათას ასსამოცდეთქვსმეტი ლარი და 81 თეთრი) ლარი და საბალასნო (ნარჩენი) ღირებულებით 9865959,13 (ცხრა მილიონ რვაას სამოცდახუთი ათას ცხრაასორმოცდაცხრამეტი ლარი და 13 თეთრი) ლარი. 2. დაევალოს: ა) სააგენტოს ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება და შემდგომი განვითარება; ბ) სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფა და მათი მართვა. 3. სააგენტომ უზრუნველყოს ელექტრონულ სისტემაში განხორციელებული/განსახორციელებელი ცვლილებებისა და საჭირო ტექნოლოგიური რესურსების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის ურთიერთშეთანხმებული ფორმატით. 4. სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა (მ. ჯანიაშვილი), სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი. ბიბილაშვილი) და სააგენტომ უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმება ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |