საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030417275028016
№ 04-598/ო 07 / დეკემბერი / 2016 წ.
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის საქმეთა ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ

     სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) საქმისწარმოების პროცესში შემოღებული საქმეთა დასახელებების სისტემატიზებული ნუსხის სახით (საქმეთა შენახვის ვადების მითითებით) განსაზღვრისა და დოკუმენტების სწორი ორგანიზაციის მიზნით, სააგენტოს 2017 წლის საქმეთა ნომენკლატურის (დაზუსტებული რედაქცია) მოწონების თაობაზე ამავე ააგენტოს დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის 2016 წლის 7 დეკემბრის  სხდომის N2 ოქმის გათვალისწინებით, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების, „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N174 ბრძანების, „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N72 ბრძანებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,  

 

ვბრძანებ: 

 

1. დამტკიცდეს სააგენტოს 2017 წლის საქმეთა ნომენკლატურა, თანდართული დანართის მიხედვით.

2.     დაევალოს სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. გოგოლაძე):

ა)    უზრუნველყოს ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს 2017 წლის საქმეთა ნომენკლატურის ორი ეგზემპლარის გადაცემა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოსთვის, ხოლო ერთი ეგზემპლარის – სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივისთვის (სამმართველო).

ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს 2017 წლის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისი თავების ამონაწერების მიწოდება სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი ცენტრალური აპარატისა და და ტერიტორიული ორგანოებისთვის, თავიანთ საქმიანობაში გამოყენების მიზნით;

გ) ბრძანებით მოწესრიგებულ საკითხებთან მიმართებაში, უზრუნველყოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში, მეთოდური დახმარება სააგენტოს  სტრუქტურაში შემავალი ცენტრალური აპარატისა და და ტერიტორიული ორგანოებისთვის.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თ. მოდებაძემ.

4. ბრძანებძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისი სარჩელით –  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი N6), მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე