საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030498057816316
№ 04-519/ო 11 / ოქტომბერი / 2016 წ.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

       „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2016 წლის 12 სექტემბრის N437დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს:

ა) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქცია“ (დანართი N1);

ბ)  ძალადობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ფორმა (დანართი N2).

2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ.გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების გაცნობა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის.

3. სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა (მ.წერეთელი)  უზრუნველყოს:

ა) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების უფროსებისთვის, მთავარი სპეციალისტებისთვის (იურისტები), უფროსი სოციალური მუშაკებისა  და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგების ჩატარების ორგანიზება;

გ) არაუგვიანეს 2016 წლის 1 ნოემბრამდე,  წერილობითი ფორმით, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრის გაგზავნა „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში მონაწილე სუბიექტებისათვის.

4. დაევალოს სააგენტოს დირექტორის აპარატს (ნ. ჩანადირი) წინამდებარე ბრძანებისა და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ფორმების განთავსება სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. ssa.gov.ge.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 27 ოქტომბრის N01-273/ო ბრძანება.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე