საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030180976834917
             № 01-18/ო 20 / იანვარი / 2017 წ.             
დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარმოების ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირების წესის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 73-ე მუხლების, „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს  №01-37/ №173 ერთობლივი ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტებისა, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 

: 

1. დამტკიცდეს თანდართული „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარმოების ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირების წესი“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყონ დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ცნობის შევსებაზე უფლებამოსილი შესაბამისი დაწესებულებების/სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, ურთერთშეთანხმებული ფორმატით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დაბადების/გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ელექტრონული წარმოების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლად რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 12 იანვრის N7/ ბრძანება.  

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

მინისტრი
დავით სერგეენკო