საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030482553117817
№ 04-118/ო 07 / მარტი / 2017 წ.
“სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროების განსაზღვრის შესახებ” სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 19 თებერვლის №04-74/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,კობა სონღულაშვილის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ 2017 წლის 6 მარტის №04-126/ბრძანების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" მე–4 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

         1. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროების განსაზღვრის შესახებ” სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 19 თებერვლის №04-74/ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) დირექტორის აპარატი;

ბ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) კონტროლის დეპარტამენტი;

ე) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი.“

           ბ) ბრძანებას დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის - კობა სონღულაშვილის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი;

ბ) დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი;

გ) სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტი.“

          2.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე