|
||||||
|
||||||
|
„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
|
||||||
|
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის N333 დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე:
ა) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების მსურველი პირის განაცხადის ფორმა (დანართი N1); ბ) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის განაცხადის ფორმა (დანართი N2); გ) ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში (დანართი N3) და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმა (დანართი N1); დ) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ვაუჩერი (დანართი N4); ე) მომსახურების მიღების პირობებზე პროგრამის რეგისტრირებულ მოსარგებლესა და სააგენტოს შორის შეთანხმების ფორმა (დანართი N5); 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ხელშეკრულების ნიმუში არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის ფორმას და კონკრეტული სიტუაციის და/ან ხელმომწერი მხარის მოთხოვნით შესაძლებელია მასში ცვლილებ(ებ)ის და/ან დამატებ(ებ)ის ასახვა/შეტანა, თუ ეს ცვლილებ(ები) და/ან დამატებ(ები) შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ ეწინააღმდეგება პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს. ბ) წარმოადგინოს ბრძანების პროექტი „დასაქმების ხელშეწყბის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის" სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის მიმდინარეობის ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობის და აუცილებლობის შემთხვევაში, პროგრამის ადმინისტრირებისათვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარსადგენად, პროგრამის განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება; დ) პროგრამით სააგენტოსათვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |