საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030105223725616
             № 01-284/ო 30 / დეკემბერი / 2016 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტს, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

 

1.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) სამინისტროს  აპარატი (დეპარტამენტი) – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ვ) სოციალური მომსახურების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ბ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა)  ეკონომიკური დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;   

გ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;  

დ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;   

ე) სოციალური დაცვის  დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ზ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

თ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ უზრუნველყოს  სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელება.

6.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ უზრუნველყოს:

ა) სასამართლო ორგანოებში სამინისტროს სახელით ნებისმიერი მოქმედების განხორციელება (წარმომადგენლობა და წარმომადგენლობის უფლების მინიჭება, აგრეთვე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიების განხორციელება);

ბ) სამინისტროს სახელით ელექტრონული მთავრობის პროგრამაში შესაბამისი პროექტების განხილვა/ვიზირება, აგრეთვე, მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მთავრობის რეგლამენტით მინისტრისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ამ ბრძანების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ ბრძანების მე-9 პუნქტით;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტო– სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სოციალური, შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სამედიცინო (მათ შორის დიპლომისშემდგომი) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხების კოორდინაცია;

ე) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხების კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს მართვაში მყოფი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და წილის მმართველისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების  განხორციელება;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების  განხორციელება.

7.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა უზრუნველყოს:

ა) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების კოორდინაცია;

ბ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების კოორდინაცია;

გ) ელექტრონული ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია;

დ) პირველადი ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია;

ე) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია;

ვ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;

ზ) სოციალური მომსახურების სააგენტო– სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) მინისტრის მოადგილე (ვალერი კვარაცხელია);

) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის (ვალერი კვარაცხელია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე);

) მინისტრის, მინისტრის მოადგილის (ვალერი კვარაცხელია) და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული).

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ვალერი კვარაცხელია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს:

ა) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე);

ბ) მინისტრის მოადგილის (ვალერი კვარაცხელია) და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული).

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს (გარდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილებისა და ფუნქციებისა) ახორციელებს:

ა) მინისტრის მოადგილე (ვალერი კვარაცხელია);

ბ) მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) და მინისტრის მოადგილის (ვალერი კვარაცხელია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ნინო ბერძული).

11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს:

ა) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე);

ბ) მინისტრის მოადგილის (ნინო ბერძული) და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (ვალერი კვარაცხელია).

12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისდა სამინისტროს მმართველობაში მყოფი შესაბამისი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

13. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის  11 მაისის №01-111/ო ბრძანება.

14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი
დავით სერგეენკო