საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030499025816617
№ 04-126/კ 06 / მარტი / 2017 წ.
კობა სონღულაშვილის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისდა სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2017 წლის 2 მარტის N01/12752 შეთანხმების წერილის, საქართველოს კანონის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-11 და 29-ე მუხლების  გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქართველოს შრომის კოდექსის” მე–6 მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე–4 მუხლის შესაბამისად,

                                                  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დაინიშნოს  კობა სონღულაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, 2017 წლის 7 მარტიდან.

2. კობა სონღულაშვილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვროს სოციალური მომსახურების სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული მის თანამდებობრივ განაკვეთზე დადგენილი შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობით.

3ბრძანება  ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე