|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილისათვის - თენგიზ აბაზაძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსათვის ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ მონაცემების მიწოდების შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებას და მასში შესატან ცვლილებ(ებ)ას და/ან დამატებ(ებ)ას. 2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მის მოვალეობის შემსრულებელს, თუ ცალკე ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |