საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030445590572217
№ 04-156/ო 27 / მარტი / 2017 წ.


 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ ხელშეკრულებას, აგრეთვე მაში შესატან ცვლილებ(ებ)ა და/ან დამატებ(ებ)ას.

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მის მოვალეობის შემსრულებელს, თუ ცალკე ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე