საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030430331420516
№ 04-240/ო 20 / მაისი / 2016 წ.


 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც უკავშირდება სსიპ - საქართვველოს ეროვნული არქივისათვის, სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი მონაცემთა ბაზებიდან, ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. 

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე