საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030481933817516
№ 04-101/ო 09 / მარტი / 2016 წ.


 უფლებამოსილების დელეგირების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს - კობა სონღულაშვილს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს იურიდიულ პირებთან გასაფორმებელ იმ შეთანხმებებს (მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს და სხვა), რომლებიც უკავშირდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ინფრომაციის (მონაცემების) გაცემის და/ან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისთვის ინფორმაციის (მონაცემების) მიღების საკითხებს. 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ სსიპ - სოცილური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 აგვისტოს N04-222/ო ბრძანება. 

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე