საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030403818592916
№ 04-74/ო 19 / თებერვალი / 2016 წ.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,


                                      
ვბრძანებ:

 

1. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) დირექტორის აპარატი;

ბ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) კონტროლის დეპარტამენტი;

ე) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი.

2. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის - თამაზ მოდებაძის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) ლოჯისტიკის დეპარტამენტი.

3. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის - თენგიზ აბაზაძის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი.

4. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის - კობა სონღულაშვილის საკურატორო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

ა) მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი;

ბ) დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი;

გ) სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტი.

5. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით აწარმოონ შესაბამისი ქმედებები და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელი მოაწერონ  იმ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ საკურატორო  სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროების განსაზღვრის შესახებ” სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 1 ოქტომბრის №04-292/ ბრძანება.

             7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე