საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030437462924416

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/51676 05 / ივლისი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნინო ოდიშარიას


ქალბატონო ნინო,

სოციალური მომსახურების სააგენტოში (შემდგომში-სააგენტო) შემუშავებულია მონაცემთა ერთიანი ელექტრონული მოდული, სადაც სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ, აღირიცხება  სამოქალაქო კოდექსის 13056- მუხლით გათვალისწინებული მონაცემები. შესაბამისად, აღნიშნულით ხორციელდება მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის ბაზის განახლებული ფორმატით ფორმირება (შემდგომში - ბაზა), რაც თავის მხრივ, აქამდე არსებულ მონაცემთა ბაზის ფორმატთან შედარებით, ხასიათდება გაუმჯობესებული პარამეტრებით და გაცილებით ხელსაყრელია 2015 წლის 20 მარტის N3339-II „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის  მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს  ხსენებული მონაცემების აღრიცხვის პროცესს, ხოლო სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს  მოდულის ფუნქციონირების ტექნიკურ მხარდაჭერას. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს ბაზაში შესაბამისი მონაცემების აღრიცხვის პროცესი სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და ტერიტორიულ ერთეულებს, დაევალათ მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის (აგრეთვე, დროებითი მხარდაჭერის) აქტიური შემთხვევების ხსენებულ მოდულში განთავსება 2016 წლის 31 აგვისტომდე.

გამომდინარე აქედან, გაცნობებთ, რომ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, უფლებამოსილების ფარგლებში, მზად არიან ჩაერთონ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო პროცესში და განახორციელონ სათანადო მოქმედებები.

პატივისცემით,

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
კობა სონღულაშვილი