| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, ბატონ სოსო გიორგაძეს ასლი: საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ზაზა სოფრომაძეს ასლი: სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ გაგნიძეს | ||||||||||||||||
ბატონო სოსო, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N14/02-216 ხელშეკრულების საფუძვლეზე, ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდება. დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთეირთობის შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისის ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება. გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ მოქმედი 2014 წლის 23 დეკემბრის N14/02-216 ხელშეკრულების 9.2 პუნქტის გათვალისწინებით, მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, ხელშეკრულებაში ცვლილების (ვადის გაგრძელების კუთხით) შეტანის თაობაზე შეთანხმებას, ხელს მოაწერს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თამაზ მოდებაძე. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |