საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030449936353418

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/21493 16 / აპრილი / 2018 წ.
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, ბატონ სოსო გიორგაძეს

ასლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ზაზა სოფრომაძეს

ასლი: სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარეს,
ბატონ ნიკოლოზ გაგნიძეს


                ბატონო სოსო,

სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N14/02-217 ხელშეკრულების საფუძვლეზე, ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში დაშვება, კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისთვის და მოცულობით, ამ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების მიზნით.

დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთიერთობის შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისის ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება.

გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ მოქმედი 2014 წლის 23 დეკემბრის N14/02-217  ხელშეკრულების 10.2 პუნქტის გათვალისწინებით, მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით.

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, ხელშეკრულებაში ცვლილების (ვადის გაგრძელების კუთხით) შეტანის თაობაზე შეთანხმებას, ხელს მოაწერს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თამაზ მოდებაძე.

 

პატივისცემით,


 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე