საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030473919392817
№ 04-426/ო 21 / ივნისი / 2017 წ.
უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით, ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდების შესახებმემორანდუმს, აგრეთვე, შეთანხმებებს მაში შესატან ცვლილებ  შესახებ.

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, თენგიზ აბაზაძის, არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მისი მოვალეობის შემსრულებელს, თუ ცალკე ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

3.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე