| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სს „თელასს“ მისამართი: თბილისი, ვანის ქ.N3 | ||||||||||||||||
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერის N758 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, სააქციო საზოგადოება „თელასსა“ და სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის გაფორმდეს მონაცემების წვდომის თაობაზე მემორანდუმი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, გიგზავნით, სააქციო საზოგადოება „თელასსა“ და სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის, მონაცემების წვდომის თაობაზე, გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტს. გთხოვთ, გაეცნოთ და კომპეტენციის ფარგლებში, გვაცნობოთ თქვენი მოსაზრებები, ამასთან, თანხმობის შემთხვევაში, სააგენტოში წარმოადგინოთ თქვენი მხრიდან ხელმოწერილი ვერსია.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |