საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
*030155051659513*
KA030155051659513

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/83077 16 / სექტემბერი / 2013 წ.    
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს


        გაცნობებთ, რომ ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების შესრულების მიზნით, დასრულდა პროექტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეეძლებათ  სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან - www.my.gov.ge  სხვადასხვა უწყებების (რომლებიც ჩართულნი არიან დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ უწყებებს, მოქალაქის  ელექტრონულად შემოსული განცხადება  განუთავსდება   „ავტორიზებული წერილები“-ს ცხრილში და ადრესატად მითითებული ექნება „** მოქალაქის პორტალი - my.gov.ge“ , წერილზე პასუხის შესრულების შემდეგ გაგზავნაში ადრესატად აირჩევთ  - „** მოქალაქის პორტალს - my.gov.ge“.

           ასევე გაცნობებთ, რომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ  ადრესატებს დაემატა შემდეგი ახალი ადრესატები:

  • ფინანსთა სამინისტრო
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარი სამმართველო

             გარდა ზემოაღნიშნულისა, 2013 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით   დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში  ჩართულია შემდეგი ორგანიზაციები:

·         საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

·         საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

·         იუსტიციის სასწავლო ცენტრი

·         საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

·         საქართველოს ეროვნული არქივი

·         მონაცემთა გაცვლის სააგენტო

·         აღსრულების ეროვნული ბიურო

·         სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

·         საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

·         საჯარო სამსახურის ბიურო

·         საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

·     სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

·      სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა    და  დახმარების სახელმწიფო ფონდი

·         გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

·         საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

·         სსიპ საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

·         ს.ს.ი.პ დაცული ტერიტორიების სააგენტო

·         საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

·         სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

·         საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

·         სსიპ - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი

·         სსიპ იუსტიციის სახლი

·         სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო




 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
გია კაკუშაძე