|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზის მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანებაში, მომლოდინეთა რიგითობასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესს“ (დანართი N1) დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი: „41. ბენეფიციარის მიერ განცხადებაში მონიშნული პრიორიტეტული მიმწოდებლებიდან, ერთ–ერთში დიალიზის ჩატარების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ და რიგით შემდგომ პრიორიტეტულ დაწესებულებებში იგი იხსნება მომლოდინეთა რიგიდან. ამასთან, ბენეფიციარი მომლოდინეთა რიგში რჩება მხოლოდ იმ დაწესებულებაში, რომელიც მის განცხადებაში პრიორიტეტულობით უფრო წინ დგას, ვიდრე უკვე დაკმაყოფილებული მოთხოვნა (პრიორიტეტული მიმწოდებელი).“ ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა“ (დანართი N5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართით წარმოდგენილი სახით (დანართი N5); 2. სააგენტოს ადმინისტაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნვეყოს აღნიშნული ბრძანების საჯაროობა. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი რამაზ სულამანიძე |