საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030447232390012*
KA030447232390012
№ 04-183/ო 30 / მარტი / 2012 წ.


დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ

 

 

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის (დანართი N10) სახელმწიფო პროგრამის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებისმე-4 მუხლის საფუძველზე,

 

:

 

1. დამტკიცდეს:

ა) დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესი (დანართი N1); 

ა) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მომლოდინეთა რეესტრის ფორმა (დანართი N)2; 

ბ) დიალიზი (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა (დანართი N3);

გ) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიმწოდებლის ტექნიკური რესურსის რეესტრის ფორმა (დანართი N4);

დ) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა (დანართი N5).

 

2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა):

ა) დიალიზის მომლოდინეთა რეესტრის (დანართი N2) წარმოება და შემოტანილი განცხადებების თარიღის მიხედვით რეესტრის მუდმივი განახლება, პაციენტის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების გაცემული ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწომის) ქსეროასლისა (როგორც განმცხადებლის ისე დიალიზის მიმღები პირის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს) და განცხადების (დანართი N5) საფუძველზე;

) დიალიზით მოსარგებლეთა რეესტრის (დანართი N3) წარმოება და რეესტრის მუდმივი განახლება შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულების მიერ სააგენტოდან მიღებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ბენეფიციარისათვის  პროგრამული სერვისების მიწოდების დაწყების თარიღის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებათა ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარის  დიალიზში ჩართვის თაობაზე გაკეთებული შეტყობინების სახით;

გ) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსის რეესტრის (დანართი N4) წარმოება, მიმწოდებელის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი, არსებული ტექნიკური რესურსის და ტექნიკური რესურსის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფრმაციის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლებსა და სააგენტოს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, წერილობითი მიმოწერის გზით;

) გაატაროს ყველა საჭირო ქმედება, წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძებების დროულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით; აგრეთვე უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და ამ ბრძანებაში შეტანილი ნებისმიერ ცვლილებ(ებ)ის გაცნობა მიმწოდებლებისათვის.

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მოქალაქეთა მისაღებმა (ე. ალავიძემ) და ტერიტორიული ერთეულების (რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრი) უზრუნველყოს:

ა) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიღების სურვილის მქონე პირს ან სხვა დაინტერესებულ პირს აღმოუჩინონ დახმარება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის განცხადების (დანართი N5) შევსებაში;

ბ) საჭირო დოკუმენტების (ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) მიღება;

გ) მოქალაქეთა ინფორმირება პროგრამაში მონაწილეობის მიღების საკითხებთან დაკავშირებით.

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული (რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრი) ვალდებულია, ამ  ბრძანების შესაბამისად მიღებული განცხადება (დანართი N5) და საჭირო დოკუმენტები (ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) დაუყოვნებლივ (განცხადების მიღების დღესვე), დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, გადაუგზავნოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს.

 

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 9 ივნისის N04–141/ო ბრძანება.

 

 

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს  კახა ხელაძეს.

 

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
რამაზ სულამანიძე