საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030430014505911*
KA030430014505911
№ 04-141/ო 09 / ივნისი / 2011 წ.

დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის (დანართი N15) სახელმწიფო პროგრამის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 07 მარტის N01–1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობების“ 30–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

:

1. დამტკიცდეს:

ა) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მომლოდინეთა რეესტრის ფორმა (დანართი N1);

ბ) დიალიზი (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა (დანართი N2);

გ) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიმწოდებლის ტექნიკური რესურსის რეესტრის ფორმა (დანართი N3);

დ) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა (დანართი N4).

2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა):

ა) დიალიზის მომლოდინეთა რეესტრის (დანართი N1) წარმოება და შემოტანილი განცხადებების თარიღის მიხედვით რეესტრის მუდმივი განახლება, პაციენტის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწომის) ქსეროასლისა (როგორც განმცხადებლის ისე დიალიზის მიმღები პირის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს) და განცხადების (დანართი N4) საფუძველზე;

ბ) დიალიზით მოსარგებლეთა რეესტრის (დანართი N2) წასრმოება და შემოტანილი განცხადებების თარიღის მიხედვით რეესტრის მუდმივი განახლება შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების წერილობითი შეტყობინების საფუძველზე;

გ) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსის რეესტრის (დანართი N3) წარმოება, მიმწოდებელის მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01-1/ნ ბრძანები დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების30–ე მუხლის თანახმად, სააგენტოში წარმოდგენილი ინფრმაციის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლებთან მუდმივი კავშირის არსებობა და ინფორმაციის წერილობითი გაცვლა;

ე) მიმწოდებელთან ტექნიკური რესურსის განთავისუფლების შემთხვევაში, დიალიზის მომლოდინეთა რეესტრიდან (დანართი N1) მოქალაქეების დაკმაყოფილება, მომართვის თარიღის შესაბამისი რიგითობის დაცვით. მოქალაქეთა დაკმაყოფილება რიგითობის დაუცველად შესაძლებელია, თუ:

ე.ა. მოლოდინის პერიოდის განმავლობაში ტექნიკური რესურსი გათავისუფლდება იმ  მიმწოდებელთან, რომელიც რიგის მიხედვით დასაკმაყოფილებელი განმცხადებლის მიერ არ არის აღნიშნული განცხადებაში, როგორც გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში პირს უნარჩუნდება რიგი, ხოლო გამოთავისუფლებული რესურსის მიხედვით, დაკმაყოფილდება რიგით შემდეგი მოქალაქე, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ტექნიკური რესურსი;

ე.ბ. მოლოდინის პერიოდის განმავლობაში ჰემოდიალიზის გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01-1/ნ ბრძანები დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების30–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელოვნური თირკმლის აპარატთან მიერთება უნდა ხდებოდეს შეუფერხებლად, ამასთან დაწესებულება ვალდებული აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შეტყობინება, აღნიშნული ნორმატიული აქტის მე–7 მუხლის შესაბამისად, ასევე მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების განხორციელებიდან მომდევნი სამუშაო დღეს წარმოადგინოს მოსარგებლის ფორმა N IV-100/ა, რიგითობის გარეშე პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი გარემოების მითითებით;

ვ) გაატაროს ყველა საჭირო ქმედება, წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძებების დროულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მოქალაქეთა მისაღებმა უზრუნველყოს:

ა) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიღების სურვილის მქონე პირს ან სხვა დაინტერესებულ პირს აღმოუჩინონ დახმარება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის განცხადების (დანართი N4) შევსებაში;

ბ) საჭირო დოკუმენტების (ფორმა N IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) მიღება;

გ) მოქალაქეთა ინფორმირება პროგრამაში მონაწილეობის მიღების საკითხებთან დაკავშირებით.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს დავით დვალიძეს.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ირაკლი ნადარეიშვილი