საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030473983692713*
KA030473983692713
№ 04-338/ო 17 / ივლისი / 2013 წ.


სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 30 მარტის N04–183/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ 2012 წლის სახელმწიფო პროგრამით  (გაგრძელებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის N482 დადგენილებით) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შპს “მარნეულის რაიონის ამბულატორიულ–პოლიკლინიკური გაერთიანების”  2013 წლის 16 მაისის N56654 (N47, 15.05.2013 .) წერილის შესაბამისად, ამ პროგრამით სარგებლობისათვის დამტკიცებული განცხადების ფორმის შეცვლის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63– მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,


:

 

 1.  „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებსააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–183/ ბრძანების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებულიდიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა“ (დანართი N5) ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების დანართით წარმოდგენილი სახით (დანართი N5).

2.  სააგენტოს ადმინისტრაციამ (. გოგოლაძე), საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე  – www.ssa.gov.ge.

3.    ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 15 ივლისიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე