საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030470326255712*
KA030470326255712
№ 04-551/ო 24 / სექტემბერი / 2012 წ.


 

სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ 2012 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ცვლილების (დამატება) შესაბამისად, ამ პროგრამით სარგებლობისათვის დამტკიცებული განცხადების ფორმის დაზუსტების მიზნით, „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზის მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანებაში ცვლილებების შესატანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

 1.  „დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–183/ო ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა“ (დანართი N5) ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების დანართით წარმოდგენილი სახით (დანართი N5);

  2.  სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საჯაროობა.

  3.  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
რამაზი სულამანიძე