|
||||||
|
||||||
|
„გულისა
და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული
მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში გეგმიური ჩარევების მომლოდინეთა
აღრიცხვისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ღონისძიებების
შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 მარტის N04–5/ო ბრძანებაში
დამატების შეტანის თაობაზე
|
||||||
|
,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის მიზნით, გეგმიური ჩარევების მომლოდინე პირთა აღრიცხვის, აგრეთვე, მათ შესახებ ფორმირებული სიის კანონმდებლობის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ,,გულის ქირურგიის’’ სახელმწიფო პროგრამის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე–4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. „გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში გეგმიური ჩარევების მომლოდინეთა აღრიცხვისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ღონისძიებების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 მარტის N04–5/ო ბრძანების დანართად წარმოდგენილ ,,მომლოდინეთა სია’’–ს დაემატოს წინამდებარე ბრძანების დანართით გათვალისწინებული ,,მომლოდინეთა სია’’. 2. ,,მომლოდინეთა სიაში’’ მოსარგებლეების რეგისტრაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, 2011 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დამატებული პირების (წინამდებარე ბრძანების დანართი) აღრიცხვიანობა გაგრძელდეს 49–ე რიგითი ნომრიდან. 3. სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (მ. ცანავა) უზრუნველყოს : ა) დამატებით, ამ ბრძანების დანართის მიხედვით, იმ პირთა წერილობითი დასაბუთებული ინფორმირება, რომლებიც გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის მიზნით, რეგისტრირებულნი იყვნენ გეგმიური ჩარევების მომლოდინედ გულის ქირურგიის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და 2011 წლის შესაბამისი პროგრამით ვეღარ იპოვებენ უფლებას, ისარგებლონ ასეთი სამედიცინო მომსახურებით; ბ) სააგენტოს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსათვის (ეკ. ალავიძე) 2011 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ,,მომლოდინეთა სიის’’ კორექტირებული ვერსიის მიწოდება; გ)
წინამდებარე ბრძანების დანართით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა წერილობითი
ინფორმირება ,,მომლოდინეთა სიაში’’ რეგისტრაციისა და მათთვის მინიჭებული
რიგითი ნომრის ჩვენებით.
საფუძველი : სოციალური პროგრამების დეპარტამენის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გია აფხაზავას 2011 წლის 26 მარტის N04–1120 მოხსენებითი ბარათი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მამუკა გელოვანი
|