საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030459180958111*
KA030459180958111
№ 04-5/ო 13 / მარტი / 2011 წ.

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში გეგმიური ჩარევების მომლოდინეთა აღრიცხვისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ღონისძიებების შესახებ

 

  ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლი 77 დადგენილებით დამტკიცებული ,,გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში, გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის მიზნით, გეგმიური ჩარევების მომლოდინე პირთა აღრიცხვის, აგრეთვე, მათ შესახებ ფორმირებული სიის კანონმდებლობის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ,,გულის ქირურგიის’’ სახელმწიფო პროგრამის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე–4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 1. დამტკიცდეს დანართად წარმოდგენილი, 2011 წლის 1 მარტის მდგომარეობით გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის მიზნით გეგმიური ჩარევების მომლოდინე იმ პირთა სია (შემდგომში–,,მომლოდინეთა სია’’), რომლებიც აკმაყოფილებენ გულის ქირურგიის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლისათვის განსაზღვრულ პირობებს.

2. სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა (გ. აფხაზავა) უზრუნველყოს :

ა) იმ პირთა წერილობითი დასაბუთებული ინფორმირება, რომლებიც გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის მიზნით, რეგისტრირებულნი იყვნენ გეგმიური ჩარევების მომლოდინედ გულის ქირურგიის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და 2011 წლის შესაბამისი პროგრამით ვეღარ იპოვებენ უფლებას, ისარგებლონ ასეთი სამედიცინო მომსახურებით;

ბ) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სიის ყოველთვიური კორექტირება მომსახურების მიღება–შეწყვეტის, მომსახურებაზე უარის თქმის ან/და პროგრამის მოსარგებლეთა დამატებების ასახვით;

გ) ,,მომლოდინეთა სიაში’’ მოსარგებლეების რეგისტრაციისა და მათზე გაცემული ვაუჩერების ნუმერაციის უწყვეტობა, რიგითობის დაცვით;

დ) სააგენტოს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსათვის (ეკ. ალავიძე) 2011 წლის 1 მარტის მდგომარეობით დამტკიცებული ,,მომლოდინეთა სიის’’ და შემდგომში, მისი ყოველთვიურად კორექტირებული ვერსიის მიწოდება;

ე)  მოსარგებლის წერილობითი ინფორმირება ,,მომლოდინეთა სიაში’’ რეგისტრაციისა და მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის ჩვენებით.

3. სააგენტოს ადმინისტრაციის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველომ (ეკ. ალავიძე) უზრუნველყოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლის 1 მარტის მდგომარეობით დამტკიცებული ,,მომლოდინეთა სიის’’ და შემდგომში, მისი ყოველთვიურად კორექტირებული ვერსიის განთავსება, სიაში რეგისტრირებულ პირთა პერსონალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის მკაცრი დაცვით.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანების მე–3 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცული იქნეს ,,მომლოდინეთა სიაში’’ რეგისტრირებული პირების მხოლოდ რიგითი ნომრის, დაბადების თარიღის, მომართვის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და ვაუჩერის ნომრის ჩვენებით.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს, დავით დვალიძეს.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი