|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების ღონისძიებების შესახებ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილების (შემდგომში–დადგენილება) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სადაზღვევო პოლისების დარიგების წესით” (შემდგომში–წესი) გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინირებული მართვის მიზნით, ამავე წესის მე–7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის N233 დადგენილებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების (შემდგომში–პოლისები) დარიგებას უზრუნველყოფს სააგენტო, დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სადაზღვევო პოლისების დარიგების წესის” და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სააგენტოს მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 2. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს ევალებათ, გაეცნონ ბრძანებაში მითითებულ საკანონმდებლო სიახლეებს, აგრეთვე, მზღვეველებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას შესაბამისი დანართებით და დადგენილი ღონისძიებები წარმართონ მოქმედი ნორმებისა და ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, აგრეთვე, უზრუნველყონ ამ ნორმებისა და მოთხოვნების თაობაზე დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა. 3. მოქმედი კანონმდებლობით და სადაზღვევო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების მართვის გამარტივების მიზნით, ამ ბრძანების დანართები (N4, N5, N6, N7 და N8) დანომრილია ხელშეკრულების დანართების შემდგომი რიგითობით.
5. N1 დანართით განსაზღვრული მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება სადაზღვევო კომპანიასა და შესაბამისი რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრის, აჭარის ა/რ ფილიალის და თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრების წარმომადგენლებს შორის, არაუგვიანეს სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 20 რიცხვამდე. 6. N4 დანართით განსაზღვრული მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება არაუგვიანეს სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 22 რიცხვამდე: ა) სოციალური მომსახურების ცენტრის, რაიონული/საქალაქო განყოფილების წარმომადგენელსა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის; ბ) აჭარის ა/რ ფილიალის და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელსა და სოციალური მომსახურების ცენტრის, რაიონული/საქალაქო განყოფილების წარმომადგენელს შორის. 7. პოლისების რაოდენობა ბენეფიციართან მოხვედრამდე მიღება–ჩაბარების აქტებში აისახება კონვერტზე ასახული მონაცემებით. 8. სააგენტოს რაიონული/საქალაქო განყოფილებების ან სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირი; ა) დაკონვერტებული სადაზღვევო პოლისების მიღებისთანავე იწყებს მათ დარიგებას ბენეფიციარებისათვის N5 დანართით განსაზღვრული „სადაზღვევო პოლისების გაცემის აქტის“ საფუძველზე; ბ) სადაზღვევო პოლისების გაცემის აქტების საფუძველზე, სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის 1 რიცხვამდე აფორმებს N6 დანართით წარმოდგენილ მიღება–ჩაბარების აქტს რაიონული/საქალაქო განყოფილების, სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან; გ) უზრუნველყოფს სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვეში არაიდენტიფიცირებული ბენეფიციარების მოძიებას და მათთვის სადაზღვევო პოლისების გადაცემას არსებული წესით, არაუგვიანეს სადაზღვევო პერიოდის პირველ თვეში; დ) ღებულობს ზომებს სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვეში არაიდენტიფიცირებული ბენეფიციარების მიმართ დაზღვევაზე ან სხვა სოციალურ სარგებელზე უფლების გასაუქმებლად. 9. N6 დანართით განსაზღვრულ მიღება–ჩაბარების აქტს არაუგვიანეს ყოველ თვის 5 რიცხვისა, თავის მხრივ, ადგენენ ასევე სააგენტოს რაიონული/საქალაქო განყოფილებები და სოციალური მომსახურების ცენტრების (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრების გარდა) წარმომადგენლები აჭარის ა/რ ფილიალის და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების წარმომადგენლებთან. 10. N2 დანართი ფორმდება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრების, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისა და აჭარის ა/რ ფილიალის წარმომადგენლებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. 11. N3 დანართი ფორმდება სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელსა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს შორის, რის საფუძველზეც ხდება სადაზღვევო კომპანიასა და სააგენტოს შორის ანგარიშსწორება დადგენილი წესით. 12. იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებზეც სადაზღვევო პერიოდის დაწყების პირველ თვეში გრძელდება პოლისების დარიგება (მათ შორის, ხარვეზის გასწორების გამო), იგივე წესით, რიგითობით და ვადებში ფორმდება შესაბამისი განმეორებითი მიღება–ჩაბარების აქტები, რომელთა ზედა მარჯვენა კუთხეში კეთდება ჩანაწერი–„განმეორებითი“. ამ აქტების შესაბამისად, N2 და N3 დანართების საფუძველზე მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე. 13. ტერიტორიული თვალსაზრისით, სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესის გამარტივების მიზნით, N7 და N8 დანართებით ხორციელდება იმ სადაზღვევო პოლისების გაცვლა სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებს შორის, რომელთა დარიგება სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ვერ მოხერხდა დაზღვეულ პირთა მისამართებზე არაიდენტიფიცირების გამო. 14. სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (მ. ცანავა) უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამული უზრუნველყოფა, მისი შესრულების კონტროლი, სადაზღვევო კომპანიების დროული წერილობითი ინფორმირება ამ ბრძანების მიზნებისათვის შემუშავებული დოკუმენტების შესახებ და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის ამ ბრძანებით შესრულებული სამუშაოების თაობაზე პერიოდული ანგარიშების წარდგენა. 15. სააგენტოს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ნ. ხომასურიძე) უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშსწორება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 16. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და მისი დანართების, ხელშეკრულებისა და მისი დანართების, ერთიანი პაკეტის სახით, სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის გაგზავნა. 17. ანგარიშსწორების მიზნებისათვის, მიღებულად ჩაითვალოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე შეთანხმებული ფორმატით სადაზღვევო კომპანიებსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტები. 18. მიღება–ჩაბარების აქტები N1, N2, N3 დგება სამ ეგზემპლარად, მათ შორის, თითო ინახება მხარეებთან, ხოლო ერთი ეგზავნება სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს.
მიღება–ჩაბარების აქტები N4, N6, N7 და N8 დგება ორ ეგზემპლარად და
გადაეცემა მხარეებს, ხოლო სადაზღვევო პოლისის გადაცემის აქტი N5 ინახება
სააგენტოს რაიონულ/საქალაქო განყოფილებაში და სოციალური მომსახურების
ცენტრებში.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ირაკლი ნადარეიშვილი
|