|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გარდამავალ პერიოდში ამ კუთხით დასარეგულირებელი ზოგიერთი საკითხის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-4 მუხლის მოთხოვნათა უზრუნველყოფისათვის, ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის პროცესის ორგანიზებული და კოორდინირებული წარმართვის მიზნით, და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,
1. დამტკიცდეს: ა) 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N1; შემდგომში ტექსტში და წესში - „განაცხადი“); ბ) 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი N2; შემდგომში - „წესი“); გ) ჯანმრთელობის დაცვის იმ ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N3), რომლებიც არ არის გათვალისწინებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით (შემდგომში ტექსტში და „წესში“ – „დადგენილება“) და რომლებზეც მოქმედებს „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილება. 2. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრი) (ან ცენტრალური აპარატის) მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ „განაცხადის“ შევსებასთან და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში (ან ცენტრალურ აპარატში) წარმოდგენასთან ერთად, „განაცხადს“ თან უნდა ერთვოდეს სათანადო ლიცენზიის/ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონმდებლობით ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობისათვის სავალდებულო შეტყობინებების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია (სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების გაკეთებისა და ამ შეტყობინების მიღების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია) ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველომ (ე. ალავიძე) საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის ფორმების (დანართი N1 და დანართი N3), მისი შევსების სახელმძღვანელო წესის (დანართი N2), „დადგენილების“განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge. 4. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრი) უფროსებს დაევალოთ: ა) „დადგენილებით“ განსაზღვრულ ვაუჩერულ პროგრამებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირებისათვის წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული „განაცხადის“ ფორმის და „წესის“ ხელმისაწვდომობა; ბ) განსაზღვრონ/გამოყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს თანამშრომელ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს „დადგენილებით“ განსაზღვრულ ვაუჩერულ პროგრამებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების ინფორმირებას და დახმარებას „განაცხადის“ ფორმის შევსებასთან დაკავშირებით; გ) „დადგენილებით“ განსაზღვრულ ვაუჩერულ პროგრამებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების მიერ სათანადო წესით შევსებული, მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) „განაცხადების“ მიღების (განაცხადს თან უნდა დაერთოს მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის ლიცენზიის/ნებართვის ქსეროასლები, საჭიროების შემთხვევაში) და მათი აღრიცხვის (განაცხადის მიღების დღე) მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; დ) დაუყოვნებლივ (იმავე სამუშაო დღეს) უზრუნველყონ სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტში ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული და აღრიცხული „განაცხადის“ (ამ ბრძანების მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტონული სახით წარდგება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით, შესაბამისი წერილის საფუძველზე, „განაცხადის“ მიღებისთანავე. რაიონულმა (საქალაქო) განყოფილებებმა და სოციალური მომსახურების ცენტრებმა (გარდა თბილისისა) „განაცხადის“ ორიგინალის შესაბამისი რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრისათვის/ფილიალისათვის გადაცემა შესაძლო პერიოდულობით, მაგრამ აღრიცხვიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 5. ქალაქ თბილისში, „დადგენილებით“ განსაზღვრულ ვაუჩერულ პროგრამებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველ პირთა ინფორმირება და დახმარება „განაცხადის“ ფორმის შევსებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სათანადო წესით შევსებული, მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) „განაცხადის“ მიღება წარმოებს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში და აღრიცხვას ახორციელოებს სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტი (ნ. ხომასურიძე). 6. აღნიშნული ბრძანება და ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „წესი“ (დანართი N2) გავრცელდეს ჯანმრთელობის დაცვის 2011 წლის იმ ვაუჩერული პროგრამების მიმწოდებელთა რეგისტრაციის პროცესზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „დადგენილებით“ და რომლებზეც ვრცელდება „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილება, ასეთი პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების მსურველი პირების მიერ ივსება N3 დანართით გათვალისწინებული „განაცხადის“ ფორმა. 7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს, მამუკა გელოვანს. 8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა გელოვანი |