| ||||||
| ||||||
ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელთა ანგარიშგების პროცედურების კოორდინირებული მართვის პილოტური
ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ანგარიშგების პროცედურების ეფექტური, ოპერატიული და კოორდინირებული მართვის მიზნით, თითოეული სახელმწიფო პროგრამის სპეციფიურობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01–1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესითა და პირობებით“ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან ანგარიშგებისათვის დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების (მე 10–11 მუხლები) გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. პილოტური ღონისძიების სახით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან ანგარიშგების პროცედურების (მათი მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის სააგენტოში ჩაბარებიდან საბოლოო ანგარიშსწორების ჩათვლით) მიმდინარეობის ზედამხედველობა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება: ა) სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის (მ. ცანავა); ბ) სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის (ნ. ხომასურიძე); გ) სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების პასუხისმგებელი პირებისათვის (შემდგომში–ტერიტორიული ერთეულები). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამული უზრუნველყოფა განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან ანგარიშგებისათვის დადგენილი შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) საანგარიშგებო დოკუმენტაციის რეგისტრაცია – წარმოდგენისთანავე; ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება – რეგისტრაციის შემდგომი, არაუმეტეს 22 სამუშაო დღის განმავლობაში; გ) ასანაზღაურებელ სამედიცინო შემთხვევებზე საბოლოო ანგარიშსწორება (მომსახურების ღირებულების გადარიცხვა მიმწოდებლის ანგარიშზე) – საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულების შემდგომი, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მათ შორის, ტერიტორიული ერთეულებისათვის: გ.ა) ტერიტორიული ერთეულების მიერ სახაზინო ვალდებულების წარმოდგენა „Hesperus” ავტომატიზებულ პროგრამაში – საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულების შემდგომი, არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში; გ.ბ) სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ სახაზინო ვალდებულების აღება – ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში; გ.გ) ტერიტორიული ერთეულების მიერ საგადახდო მოთხოვნის შექმნა „Hesperus”ავტომატიზებულ პროგრამაში– სახაზინო ვალდებულების ამავე პროგრამაში დამოწმებიდან არაუმეტეს ერთ სამუშაო დღის ვადაში; გ.დ) სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მომსახურების ღირებულების გადარიცხვა – ამ მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; გ.ე) „გ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა „Hesperus”ავტომატიზებულ პროგრამაში დასრულებულად ჩაითვლება, მხოლოდ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში გადახდის დადასტურების (საგადახდო მოთხოვნის ჩამოწერის) შემდეგ. 3. ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) მე–2 პუნქტის „ა–ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების დაცვაზე: ა.ა.) სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი (მ. ცანავა) – თბილისი/აფხაზეთი; ა.ბ.) ტერიტორიული ერთეულების უფროსები – საქართველოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში; ბ) მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადების დაცვაზე: ბ.ა) „გ.ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე – სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების უფროსები; ბ.ბ) „გ.ბ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე – სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტი (ნ. ხომასურიძე). 4. ტერიტორიული ერთეულების უფროსები ვალდებულნი არიან, ანგარიშგებისათვის დადგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის, სათანადოდ შედგენილი და ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტები) სააგენტოში წარმოადგინონ: ა) დასკანერებული სახით, ინსპექტირების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში; ბ) ორიგინალის სახით, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში. 5. ცნობად იქნეს მიღებული დანართად წარმოდგენილი, ამ ბრძანებით გათვალისწინებული პროგრამის საძიებო სისტემის ამონარიდი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ვადების ჩვენებით, სამედიცინო მომსახურების მომწოდებლებთან ანგარიშგების კონკრეტული ეტაპების გამჭვირვალობასა და ანგარიშგებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის პრევენციას. 6. ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვადების დარღვევის შემთხვევებისათვის შესაძლებელია განხილულ იქნეს მე–3 პუნქტით განსაზღვრული პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ არ არსებობს ვადებისა და მოთხოვნების დარღვევის ობიექტური მიზეზები. 7. სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტმა (მ. ცანავა) და ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ნ. ხომასურიძე), არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა, წარმოადგინონ ანალიზი ამ ბრძანებით გათვალისწინებული პილოტური ღონისძიებების შედეგებზე და რეკომენდაციები მათი შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. 8. სააგენტოს ადმინისტრაციამ (ზ. გუნცაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაგზავნა სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის, აგრეთვე, სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების და ეკონომიკური დეპარტამენტებისათვის გადაცემა. 9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად. 10. ბრძანება ძალაშია 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილე მამუკა გელოვანი |