საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030424850088712*
KA030424850088712
№ 04-180/ო 29 / მარტი / 2012 წ.


„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გარდამავალ პერიოდში ამ კუთხით დასარეგულირებელი ზოგიერთი საკითხის თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 20 მარტის № 04-160/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ  ბ რ ძ ა ნ ე ბ :
 

1. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გარდამავალ პერიოდში ამ კუთხით დასარეგულირებელი ზოგიერთი საკითხის თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მ.გელოვანი) 2012 წლის 20 მარტის №04-160/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული განაცხადის ფორმები (დანართი N1 და დანართი N3) დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წეს“ (დანართი N2) დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 პუნქტი: 

       „61. მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირი, რომელსაც ერთხელ უკვე აქვს შემოტანილი განაცხადი და დამატებით სურს სხვა პროგრამაში/კომპონენტში მონაწილეობის მიღება, ავსებს ახალ განაცხადს, რომელშიც შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის გასწვრივ „V“ ნიშნით აღნიშნავს მხოლოდ იმ პროგრამას/კომპონენტს, რომელშიც სურს მონაწილეობის მიღება, სხვა დანარჩენი ველები რჩება ხელშეუხებელი.“.

        2. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველომ (ე. ალავიძე) საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge. 


        3.  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
რამაზ სულამანიძე