|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბრის N04–553/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის N419 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ: 1. „ჯანმრთელობის დაცვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიმწოდებლებთან ანგარიშგებისათვის საჭირო ზოგიერთი ფორმის დამტკიცების შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბრის N04–553/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის ანგარიშგების ფორმები (დანართი N19 და დანართი N191);“ 2. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის ანგარიშგების ფორმა (დანართი N191) თან ერთვის წინამდებარე ბრძანებას. 3. ცნობად იქნეს მიღებული: ა) სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის ანგარიშგების ფორმა (დანართი N191) გამოიყენება აღნიშნული პროგრამის მე–4 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ) სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების იმ მიმწოდებლებს, რომელთა მომსახურება ფინანსდება სრულად (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების N13.2 დანართი), მომსახურების სრულად დაფინანსების მიზნით, ანგარიშგების დოკუმენტების (ანგარიშგების ფორმა – დანართი N191) არაუგვიანეს 2012 წლის 10 ნოემბრამდე ხელახალი წარმოდგენის საფუძველზე, დამატებით აუნაზღაურდებათ 2012 წლის სექტემბრის თვის მომსახურების ღირებულების დაუფინანსებელი 25 პროცენტი. 4. დაევალოთ: ა) სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (ნ. სანაძე), სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსებს, ამ ბრძანების დანართის (N191) გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის; ბ) სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს (ნ. სანაძე), ამ ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმის (დანართი N191) შევსებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; გ) ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე), უზრუნველყოს ამ ბრძანებისა და შესაბამისი ანგარიშგების ფორმის (დანართი N191) განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე - www.ssa.gov.ge. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა გელოვანი |