საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030428052654613*
KA030428052654613
№ 04-99/ო 18 / მარტი / 2013 წ.


 

სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 20 მარტის N04–160/ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის N482 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N42 დადგენილებით შეტანილი ცვლილებით, 2013 წლის 28 თებერვლიდან შეწყდა ჯანმრთელობის დაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამები/კომპონენტები (იმუნიზაციისსახელმწიფო პროგრამისანტი­რაბი­ული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისკომპონენტი; ფსიქიკური ჯანმრთელობისსახელმწიფო პროგ­რა­მისპაციენტთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მკურნალობის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებისკომპონენტი; „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასახელმწიფო პროგ­რამისგართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტი­კული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)“ კომპონენტი; დიაბეტის მართვისსახელმწიფო პროგრამისდია­ბე­ტით დაავადებულ პირთათვის ამბულატორიულ დონეზე, სამედი­ცი­ნო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპ­ტე­ბის გაცემისკომპონენტი;  ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნ­ველო­ბისსახელმწიფო პროგრამისინკურაბელური პაციენტე­ბისათ­ვის ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდი­ნარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემისკომპონენტი).

აღნიშნულ ცვლილებასთან სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 20 მარტის N04–160/ ბრძანებით (მასში 2012 წლის 31 აგვისტოს №04-516/ო ბრძანებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) დამტკიცებულიჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმის (დანართი N1) შესაბამისობაში მოსაყვანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

 

:

 

1. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გარდამავალ პერიოდში ამ კუთხით დასარეგულირებელი ზოგიერთი საკითხის თაობაზესააგენტოს 2012 წლის 20 მარტის N04-160/ ბრძანების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებული N1 დანართი („2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული  მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა“) შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი N1).

2. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გოგოლაძეუზრუნველყოს ამ ბრძანების და მისი დანართის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ssa.gov.ge) დაუყოვნებლივ გამოქვეყნება.

 

3. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე