საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030484679150811*
KA030484679150811
№ 04-265/ო 16 / აგვისტო / 2011 წ.

 

 

სსიპ – ალ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შეძენილი და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადმოცემული კომპიუტერული ტექნიკის განაწილების შესახებ

  

სსიპ–ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2011 წლის 26 ივლისის N01/18–1391 და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 2 აგვისტოს N01/32018 წერილების გათვალისწინებით, სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის სათანადო მიღება–ჩაბარების აქტებით გადაცემული კომპიუტერული ტექნიკის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლებისათვის (შემდგომში–სოფლის ექიმი) განაწილების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე–4 მუხლის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. 2011 წლის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სსიპ – ალ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შეძენილი და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის გადაცემული კომპიუტერული ტექნიკის განაწილება სოფლის ექიმებისათვის დაევალოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების უფროსებს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსს), სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

2. რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისა და აჭარის ა/რ ფილიალის უფროსებაგან შესაბამის სოფლის ექიმებათვის კომპიუტერული ტექნიკის განაწილება (გადაცემა) განხორციელდეს ამ ბრძანების დანართის სახით წარმოდგენილი ნიმუშის მიღება–ჩაბარების აქტების საფუძველზე.

3. რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისა და აჭარის ა/რ ფილიალის უფროსებს და სოფლის ექიმებს შორის კომპიუტერული ტექნიკის მიღება–ჩაბარების აქტები გაფორმდეს ორ ეგზემპლარად და გადაეცეს მხარეებს.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სოფლის ექიმს ამ ბრძანების საფუძველზე კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა დროებით სარგებლობაში, თხოვების წესით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადით. მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერით, სოფლის ექიმს წარმოეშობა მიღება–ჩაბარების აქტითვე განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები გადაცემული ქონების მიმართ.

5. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაგზავნა სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის, აგრეთვე, ეკონომიკური დეპარტამენტისა (ნ. ხომასურიძე) და სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის (მ. ცანავა) გადაცემა.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს დირექტორის მოადგილემ, კახა ხელაძემ.

7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დავით დვალიძე