საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030430305834811*
KA030430305834811
№ 04-81/ო 30 / აპრილი / 2011 წ.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის – „სოფლის ექიმი“ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N1–01/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები“–ს 35–ე მჯხლის გათვალისწინებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის

:

1. დამტკიცდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულ იმ პირთა ჩამონათვალი (დანართი N1), რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის – „სოფლის ექიმი“ – ფარგლებში, მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრირებული სოფლის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი პირების (სოფლის ექიმი) კოორდინაციას.

2. დაევალოს:

ა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა) საერთო ზედამხედველობა და კოორდინაცია გაუწიოს ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ პირებს და მისცეს მათ საჭირო მითითებები საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების დაგზავნა/გადაცემა სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის;

გ) რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსებს უზრუნველყონ ბრძანების გაცნობა N1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი