„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილების დანართი N18–ის (სოფლის ექიმი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, დანართი 18.1-ის მე-12 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობა დანართი N1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველსაყოფად ,,ექიმის ჩანთა“ დანართი N2-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობის და ,,ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის N01-63/ო ბრძანება.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი

დავით სერგეენკო