დედათა
და ბაშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული
ანტენატალური მეთვალყირეობის მომსახურების რალიზაციასთან დაკავშრებული
ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„2011
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვალის №77 დადგენილების
გათალისწინებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს დედათა და ბაშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების – ანტენატალური მეთვალყირეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესი (დანართი N1).
2.
სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროს, ლოჯისტიკის სამმართველოს
მთავარ სპეციალისტს გოჩა ქვრივიშვილს, სამედიცინო დაზღვევისა და
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროს და მის მოადგილეს,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, რეგიონალური საკოორდინაციო
ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების
ცენტრბის (გარდა ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებისა)
უფროსებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ხელი მოაწერონ ამ ბრძანების პირველი
პუნქტუთ დამტკიცებული წესის შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის 2011 წლის
24 მარტის N04-17/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული
ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებით
გასაფორმებელ მიღება–ჩაბარების აქტებს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის,
რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების
და სოციალური მომსახურების ცენტრების (გარდა ქალაქ თბილისის სოციალური
მომსახურების ცენტრებისა) უფროსები
უფლებამოსილი არიან თავისი ბრძანებით განსაზღვრონ პირი (პირები), რომელიც
მათ ნაცვლად ხელს მოაწერს ამ ბრძანების მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ
მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ს.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების უფროსებს დაევალოთ:
ა)
მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებებში და
სოციალური მომსახურების ცენტრებში ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებული
შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის ინსტალირება;
ბ)
მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და
სოციალური მომსახურების ცენტრების ინფორმირება (სწავლება) ვაუჩერის
გაცემასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე;
გ)
2011 წლის 15 აპრილამდე სააგენტოს ცენტრალური აპარატის ინფორმირება ამ
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების
შესახებ;
დ)
სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების
დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოუდგინოს ანგარიში ვაუჩერის
გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5.
რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების
(გარდა ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებისა) უფროსებმა
ბრძანებით განსაზღვრონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი, რომელიც
უზრუნველყოფს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად
ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას.
6. სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს სპეციალისტს
იოსებ მეფისაშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება ერთპიროვნულად უზრუნველყოს
სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ანტენატალური მომსახურების ვაუჩერის
მისაღებად შემოსული განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, მათი განხილვა,
ვაუჩერის ბეჭდვა და მისი გაცემა, ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
7. სამედიცინო
დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები
ვალდებული არიან მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე წარმოადგინონ მოთხოვნა
დამატებითი ვაუჩერების გამოყოფის თაობაზე.
8. ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების გადაცემა სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებსითვის.
9. ბრძანება ძალლაშია 2011 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს მოვალეობის შემსრულებელი
მამუკა გელოვანი