საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030462661292311*
KA030462661292311
№ 04-60/ო 19 / აპრილი / 2011 წ.

„დედათა და ბაშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყირეობის მომსახურების რალიზაციასთან დაკავშრებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სააგენტოს 2011 წლის 5 აპრილის N04–45/ო ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე,

:

მუხლი 1. „დედათა და ბაშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყირეობის მომსახურების რალიზაციასთან დაკავშრებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სააგენტოს 2011 წლის 5 აპრილის N04–45/ო ბრძანებაში და ბრძანების დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. ბრძანების მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროს, ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს გოჩა ქვრივიშვილს, სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროს და მის მოადგილეს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრბის (მათ შორის ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრები) უფროსებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ხელი მოაწერონ ამ ბრძანების პირველი პუნქტუთ დამტკიცებული წესის შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 24 მარტის N04-17/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებით გასაფორმებელ მიღება–ჩაბარების აქტებს.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების (მათ შორის ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრები) უფროსები უფლებამოსილი არიან თავისი ბრძანებით განსაზღვრონ პირი (პირები), რომელიც მათ ნაცვლად ხელს მოაწერს ამ ბრძანების მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ს.“.

 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

„41. დაევალოთ ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებს გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით.“.

 3. ბრძანების მე–5, მე–6 და მე–7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების (მათ შორის ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრები) უფროსებმა ბრძანებით განსაზღვრონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას.

6. სააგენტოს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის  ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს სპეციალისტს ინგა კვირიკაშვილის მიენიჭოს უფლებამოსილება ერთპიროვნულად უზრუნველყოს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ანტენატალური მომსახურების ვაუჩერის მისაღებად შემოსული განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, მათი განხილვა და გადაუდებელი შემთხვევის გათვალისწინებით ვაუჩერის ბეჭდვა და მისი გაცემა, ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

7. სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები და ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრები ვალდებული არიან მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე წარმოადგინონ მოთხოვნა დამატებითი ვაუჩერების გამოყოფის თაობაზე.“.

 4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 და 72 პუნქტები:

„71. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამსიად ვაუჩერის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოს იმ სტრუქტურულ ან ტერიტორიულ ერთეულს, რომელმაც განახორციელა ვაუჩერის გამცემა.

72. სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ვაუჩერების მოძრაობის საერთო დინამიკის წარმოება.“.

 4. ბრძანებით დამტკიცებულ დედათა და ბაშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების – ანტენატალური მეთვალყირეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესის მე–2 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს ბეჭდვური წესით დამზადებული, ანტანატალური მეთვალყურეობის მომსახურებისათვის მატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის გადაცემას სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის, ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის და რეგიონალური საკოორდინაცი ცენტრებისათვის.“.

 „4. ვაუჩერის გაცემა წარმოებს ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის რაიონული (საქალაქო) განყოფილებიდან ან სოცალური მომსახურების ცენტრებიდან. გადაუდებელ შემთხვევაში, ვაუჩერი შესაძლებელია აგრეთვე გაიცეს სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან.“.

 

მუხლი 2. სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (მ. ცანავა) უზრუნველყოს ქალაქ თბილისის სოციალური მოსმახურების ცენტრებს ანტანატალური მეთვალყურეობის მომსახურების ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით საჭირო მითითებების და ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის მის ხელთ არსებული ვაუჩერების გადაცემა მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებით).

 

მუხლი 3. ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს:

1. ქალაქ თბილისის სოციალური მოსმახურების ცენტრებში ანტანატალური მეთვალყურეობის მომსახურების ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის ინსტალირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

2. წინამდებარე ბრძანების გადაცემა (გაგზავნა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის და ქალაქ თბილისის სოციალური მოსმახურების ცენტრებისათვის;

3. საჭირო ღონისძიებების გატარება, სააგენტოს 2011 წლის 5 აპრილის N04–45/ო ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გადაუდებელ შემთხვევებში, ანტანატალური მეთვალყურეობის მომსახურების ვაუჩერის ცენტრალური აპარატიდან გაცემის მიზნით.


მუხლი 4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი