საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030420703835212*
KA030420703835212
№ 04-77/ო 06 / თებერვალი / 2012 წ.
სააგენტოს 2011 წლის 5 აპრილის N04–45/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მ. გელოვანი) 2011 წლის 5 აპრილის N04-45/ო ბრძანების შესაბამისობაში მოსაყვანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- და 63-ე მუხლების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 1. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მ. გელოვანი) 2011 წლის 5 აპრილის N04-45/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 ა) ბრძანების დასაბუთება (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2011 წლის ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 და 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილებების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,“;

 

ბ) ბრძანების მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანტენატალური ვაუჩერის მისაღებად ან მიმწოდებლის ცვლილების შესახებ შემოსული განცხადებების და დოკუმენტების ერთპიროვნულად მიღების, განხილვისა და გადაუდებელ შემთხვევებში, ვაუჩერის ბეჭდვისა და გაცემის უფლებამოსილება, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ენიჭებათ:

ა) სააგენტოს ცენტრალურ აპარატში მომართვისას – სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიმართვისას –ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.“.

 

 

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 73 პუნქტი:

„73. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახემწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების-ანტენატალური მეთვალყურეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესის“ მე-12–16 პუნქტებიდან გამომდინარე მიზნებისათვის, მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და თანხმობის წერილების ასლები მომდევნო სამუშაო კვირის განმავლობაში მიეწოდება სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრებს და სააგენტოს ცენტრალურ აპარატს – დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების მიერ.“.

 დ) ბრძანების პირველი პუნქტით (N1 დანართი) დამტკიცებულ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახემწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების-ანტენატალური მეთვალყურეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესში“:

 დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 და 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილებების და „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შსახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01–1/ნ ბრძანების გათვალისწინებით და განსაზღვრავს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში გასაცემი ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებულ საკითხებს.“

 დ.ბ.)  წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12–16 პუნქტები:

„12. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კომპონენტის გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში (ტერიტორიულ ერთეულში) მოსარგებ­ლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

13. მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მოსარგებლე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ფორმა №IV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს ვიზიტ(ებ)ის თარიღი და რაოდენობა;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული ვაუჩერის ორიგინალი, ვიზიტ(ებ)ის ჩვენებით;

გ) მოსარგებლის (ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი) წერილობითი გაცხადება მიმწოდებლის ცვლილების მოთხოვნით;

) მოსარგებლის (ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) მიმწოდებლის მიერ გაცემული ცნობა მომსახურების შეწყვეტის შესახებ, უკვე განხორციელებული ვიზიტ(ებ)ის ჩვენებით;

14. მე-13 მუხლის და ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები უნდა იყოს ურთიერთშესაბამისობაში.

15.  სააგენტოს ტერიტორიული ერთეული ვალდებულია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილება და ურთიერთშესაბამისობა, რის საფუძველზე გასცეს მოსარგებლეზე მიმწოდებლის ცვლილების შესახებ თანხმობის წერილი, დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

16. მოსარგებლის დოკუმენტაციაში ხარვეზის, მისი არასრულყოფილების ან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტები უბრუნდება წარმომდგენს ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად. გასწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლი.“.

 

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს დირექტორის მოადგილემ, კახა ხელაძემ.

 

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ირაკლი ნადარეიშვილი