|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სააგენტოს 2012 წლის 30 მარტის N04–184/ო ბრძანებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–184/ო ბრძანებით დამტკიცებული, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებული რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 მარტის N04–184/ო ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესში“ (დანართი N1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე–19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური ვაუჩერის ფარგლებში ვერ ჩატარდა მომსახურება სრულად ან საერთოდ (არ განხორციელდა განსაზღვრული 4 ვიზიტი, შეწყვეტილი ორსულობის გამო), ხოლო ახალ ორსულობასთან დაკავშირებით დადგა ახალი ვაუჩერის გაცემის საჭიროება, პირი არსებული წესის მიხედვით, განცხადებასა და საჭირო დოკუმენტებთან (მე–7 პუნქტის შესაბამისად) ერთად, დამატებით წარმოადგენს მანამდე გაცემული ვაუჩერის დედანს და/ან ფორმა NIV–100/ა–ს, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია წინა ორსულობის შეწყვეტის თაობაზე.“ 2. სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსებს ევალებათ, უზრუნველყონ დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების ინფორმირება ამ ბრძანების თაობაზე.
3. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი რამაზ სულამანიძე |