|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცისათან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე–5 მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 07 მარტის N01–1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობების“ მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გათვალისწინებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს: ა) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა (დანართი N1); ბ) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმის შევსების სახელმძღვანელო (დანართი N2). 2. სააგენტოს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ნ. ხომასურიძე) გაატაროს საჭირო ღონისძიებები „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირებისათვის საჭირო ინფორმაციის გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. 3. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე): ა) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის ფორმის (დანართი N1), განაცხადის ფორმის შევსების სახელმძღვანელო (დანართი N2), 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების და სხვა საჭირო მასალების განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge; ბ) წინამდებარე ბრძანების სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები). 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების უფროსებს დაევალოთ: ა) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირებისათვის წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის დანართების ხელმისაწვდომობა; ბ) გამოყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების ინფორმირებას და დახმარების გაწევას განაცხადის (დანართი N1) ფორმის შევსებასთან დაკავშირებით; გ) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების მიერ სათანადო წესით შევსებული და ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული განაცხადის ფორმების მიღების და მათი აღრიცხვის (განაცხადის მიღების დღე) მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; დ) პერიოდულად უზრუნველყონ, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული და აღრიცხული განაცხადების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში გადმოგზავნა. განაცხადების ცენტრალურ აპარატში წარმოდგენის პერიოდულობა შესაძლებელია დაზუსტდეს ზეპირი მითითებით. 5. ქალაქ თბილისში, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველ პირთა ინფორმირება და დახმარების გაწევა განაცხადის (დანართი N1) ფორმის შევსებასთან დაკავშირებით, აგრეთვე შევსებული განაცხადის ფორმების მიღება და მათი აღრიცხვა წარმოებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ. 6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს – მამუკა გელოვანს. 7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი
|