|
||||||
|
||||||
|
„ანგარიშგების
ფორმის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის
№04-80/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
||||||
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 2 ივნისის N01/18132 წერილისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის №04-80/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო დახმარების სამსახურების მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების შესახებ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმა–„შესრულებული სამუშაოს უწყისი“ (დანართი N104).“ გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „31. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართის (დანართი N104) მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლის მიერ ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლის 1 მაისიდან გაწეულ მომსახურებაზე.“ 2. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის მართვისა და რეფერალური დახმარების მომსახურების ანგარიშგების ფორმებად გამოყენებულ იქნეს „ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის N04–80/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფორმები. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2011 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
ირაკლი ნადარეიშვილი
|