„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი
ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც
სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად
გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი
მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის
პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის
№482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012,
470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:
„9. 2013 წლის 28 თებერვლიდან შეწყდეს შემდეგი
კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/ვაუჩერული
პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ხოლო არსებული ვალდებულებებისა და
ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
განისაზღვროს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების თანახმად:
ა) შეწყდეს „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „ანტირაბიული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ კომპონენტი;
ბ) შეწყდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „პაციენტთა
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ფსიქიატრიულ
სტაციონარულ დაწესებულებებში მკურნალობის დროს პაციენტთა გადაუდებელ
სამედიცინო მომსახურების“ კომპონენტი;
გ) შეწყდეს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ სახელმწიფო პროგრამის
„გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების
მართვა (პირველი 6 დღე)“ კომპონენტი;
დ) შეწყდეს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „დიაბეტით
დაავადებულ პირთათვის ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან
გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემის“ კომპონენტი;
ე) შეწყდეს „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო
პროგრამის „ინკურაბელური პაციენტებისათვის ამბულატორიულ დონეზე,
სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების
გაცემის“ კომპონენტი.
10. თუ „ინფექციური დაავადებების მართვისა“ და „იშვიათი დაავადებების
მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა
მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ამ დადგენილებით
განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულება ასევე არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე
გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის
მიმწოდებელი, 2013 წლის 28 თებერვლიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურების
ანაზღაურება, რომელსაც ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის
მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის
2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების
განხორციელებისას, ხელშეკრულებების/მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის
მიუხედავად, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ
შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია სააგენტოსგან მოითხოვოს, ხოლო
სააგენტო უფლებამოსილია აანაზღაუროს შემთხვევის დასრულებამდე გაწული
ხარჯები ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.“.
|
კომენტარების ნახვა -
დაკავშირებული დოკუმენტების ნახვა -
დოკუმენტის სტრუქტურა კომენტარების აღნიშვნით -
დახურვა