საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030451409676915
№ 04-203/ო 17 / ივლისი / 2015 წ.


„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ანტენატალური მეთვალყურეობის“ კომპონენტის რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

 

„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“  სახელმწიფო პროგრამის (დანართი N9) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე და 61–ე მუხლებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015  წლის 14 ივლისის N01/51907 (N04/51585, 13.07.2015 წ.) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“  მე-4  მუხლის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს:

 ა)  „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ანტენატალური   მეთვალყურეობის” კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებისათვის „ანტენატალური მეთვალყურეობის მატერიალიზებული ვაუჩერის მიმოქცევისა და გაცემის წესი“ (დანართი N1);

  ბ) ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ფორმა (დანართი N2).

  2. ანტენატალური ვაუჩერის მისაღებად შემოსული განცხადებების და დოკუმენტების ერთპიროვნულად მიღების, განხილვის, ვაუჩერის ამობეჭდვის, შესაბამის გრაფაში ხელმოწერისა და გაცემის უფლებამოსილება, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ენიჭებათ:

ა) სააგენტოს ცენტრალურ აპარატში მომართვისას – სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შესაბამის თანამშრომელს (თანამშრომლებს);

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიმართვისას - ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელს ან მისი ბრძანებით განსაზღვრულ, საამისოდ უფლებამოსილ პირ(ებ)ს.

3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების შეცვლის, შეწყვეტილი ორსულობისა და ვაუჩერის განმეორებით (დუბლიკატი) გაცემის შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადებები და დოკუმენტაცია ექვემდებარება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემაში (დემს) განთავსებას.

4. სააგენტოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსს და ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს (გოჩა ქვრივიშვილი), სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს  და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოების შესაბამის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, ხელი მოაწერონ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავშირებით გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების აქტებს.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსები უფლებამოსილი არიან,  ბრძანებით განსაზღვრონ პირ(ებ)ი, რომელიც მათ ნაცვლად, ხელს მოაწერს ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ს.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების უფროსებს დაევალოთ:

 ა) სააგენტოს ლოჯისტიკის დეპარტამენტთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში და სოციალური მომსახურების ცენტრებში ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი კომპიუტერული პროგრამისა და/ან მისი განახლებ(ებ)ის ინსტალირება;

ბ) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების ინფორმირება (სწავლება) ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე;

გ) გაუწიონ ზედამხედველობა ვაუჩერის გაცემის პროცესს ამ ბრძანების შესაბამისად, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებსა და სოციალური მომსახურების ცენტრებში;

დ) სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, წარმოადგინონ ანგარიში ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7. რაიონული (საქალაქო) განყოფილებების და სოციალური მომსახურების ცენტრების, ასევე, ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებმა ბრძანებით განსაზღვრონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას.

8. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრები ვალდებული არიან, მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, წარმოადგინონ მოთხოვნა დამატებითი ვაუჩერების გამოყოფის თაობაზე.

9. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, ვაუჩერის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილ პირს.

10. სააგენტოს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა (ზ. ჭანტურია) უზრუნველყოს:

ა) ბეჭდური წესით დამზადებული, ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურებისათვის მატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის გადაცემა, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტების საფუძველზე, სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტისათვის, რომელიც, თავის მხრივ, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ვაუჩერების გადაცემას სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებისათვის და ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებისათვის;

ბ) ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებში ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის ინსტალირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

11. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე  (www.ssa.gov.ge ).

 12. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 19 დეკემბრის  N04-384/ო ბრძანება.

 13. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს  2014 წლის 19 დეკემბრის  N04-384/ო ბრძანებით დამტკიცებული  ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის ფორმების მარაგი გამოყენებულ იქნეს წინამდებარე ბრძანების მიზნებისათვის.

14. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე